სასწავლო პროექტი


1.პროექტის  სახელწოდება:  მსოფლიო  ჩემპიონები და რეკორდსმენები მძლეოსნობაში.
2. პროექტის მთავარი იდეა  (თემა): მსოფლიო ჩემპიონების, რეკორდსმენების, ბიოგრაფიული  მონაცემების, ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება–შეგროვება...
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოიძიებენ მსოფლიო რეკორდსმენებზე ინფორმაციას,
ბიოგრაფიას, სურათებს და ვიდეო მასალას. ჩემპიონატების ჩატარების წლებს.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეებს კვლევა–ძიების პროცესში, გაუჩნდებათ სურვილი იცხოვრონ ჯანმრთელი ცხოვრების წესით და შესაძლოა გამოვიდნენ კარგი სპორტსმენები. მოამზადებენ პრეზენტაციებს.
5. მონაწილეთა ასაკი:  VII-XI კლასი.
6.ვადები /ხანგრძლივობა :   14 დღე.
7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაეცნობიან ყველა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ადგილს და ქვეყნებს. შეიძლება გააკეთონ ალბომი, ბუკლეტი, ვებ–გვერდი, ელექტრონული ჟურნალი.
8.პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები:  ინტერნეტი,კომპიუტერი,ფოტოაპარატი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 2011 წელს ჩატარდება მსოფლიოს ჩემპიონატი მძლეოსნობაში . შესაბამისად გაჩნდა ინტერესი მოგვეპოვებინა ინფორმაცია  სად და რომელ ქვეყანაში ჩატარდება შეჯიბრება და რამდენი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მოსწავლეებს  გაუჩნდათ კითხვა, ქართველი მძლეოსნებიდან თუ მიიღებენ მმონაწილეობას        ჩმსოფლიო ჩემპიონატში. ჩავატარე შეჯიბრი მოსწავლეებს შორის, დავყავი ორ  ჯგუფად და მივეცი დავალება მოეპოვებინათ ინფორმაცია ერთ ჯგუფს მსოფლიო ჩემპიონებზე, მეორე ჯგუფს რეკორდსმენებზე.
ერთი კვირის შემდეგ ორთავე ჯგუფთან გვქონდა სამუშაო შეხვედრა.
 სამი დღის შემდეგ შევაფასე მათი პასუხები და მივეცი სათანადო ინსტრუქციები.
10. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორიაში, გეოგრაფიაში და სპორტში.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლერი ჭანიშვილი.
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: leri.chanishvili7@gmail.com